<<>>

უკვე ოფიციალურად: საქართველო ევროშესარჩევი ტურნირისთვის პირველ კალათაში განთესეს

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 23-ნოე, 16:209 datopagava23 1699


ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა 4 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი ფიბა–ევროპამ გუნდები 6 კალათაში განთესა. საქართველოს ნაკრები უძლიერეს გუნდებთან ერთად პირველ კალათაში მოხვდა.

იგორ კოკოშკოვის ნაკრებთან ერთად განთესილები სერბეთის, თურქეთის, გერმანიის, ფინეთისა და ხორვატიის ნაკრებები არიან. ქართველი კალათბურთელების პირველ კალათაში მოხვედრა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გუნდის წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა. ევრო 2013-ზე 6 კალათიდან გუნდები 5 ქვეჯგუფში გადანაწილდებიან და თითოეული ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილოსნები კონტინენტის პირველობაზე პირდაპირ მოხვდებიან, ტურნირზე თამაშის უფლებას 4 საუკეთესო მესამედგილოსანიც მოიპოვებს.

კალათებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

I კალათა: სერბეთი, თურქეთი, გერმანია, ფინეთი, საქართველო, ჰოლანდია.
II კალათა: უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია, ისრაელი, იტალია.
III კალათა: ჩერნოგორია, ლატვია, ბელგია, პორტუგალია, უნგრეთი, შვედეთი.
IV კალათა: ჩეხეთი, ესტონეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, ავსტრია, აზერბაიჯანი.
V კალათა: ბელარუსი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ალბანეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი.
VI კალათა: ისლანდია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (88)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი