Image

ქართველი ლეგიონერები კარგად გაისარჯნენ

ქართული კალათბურთი 25-ნოე, 17:349 Richie 2096


















ზედიზედ მეორე საევროლიგო შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია იტალიურმა „კანტუმ“, რომლის ღირსებასაც მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი იცავენ. კანტუელებმა ბოლოსწინა ტურში დამატებით დროში „ფენერბაჰჩესთან“ წააგეს, ახლა კი ფრანგულ „ნანსისთან“ შეხვედრა 1 ქულით – 75:76 დათმეს.

კარგად გაისარჯნენ ქართველი ლეგიონერები. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:38 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 7 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, ორივე სამიანი კი ააცილა. ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მარკოიშვილზე მეტ ხანს ითამაშა გიორგი შერმადინმა. ქართველმა ცენტრმა 26 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი 1 ააცილა.

კანტულებს 3 მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ, ისევე როგორც „ნანსის“, "ოლიმპიაკოსს" და „ფენერბაჰჩეს“. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი 1 დეკემბერს შინ ჯგუფის ლიდერ „კახა ლაბორალთან“ გამართავს.

კახა ლაბორალი 4 2 490 478 10
ოლიმპიაკოსი 3 3 463 454 9
კანტუ 3 3 449 443 9
ფენერბაჰჩე 3 3 473 479 9
ნანსი 3 3 486 494 9
ბილბაო 2 4 458 471 8


თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“ ღირსეული წინააღმდეგობა მადრიდში „რეალს“ და ბოლო წუთებზე 4 ქულის სხვაობით – 89:93 დამარცხდა. შესანიშნავად ითამაშა შარლერუელთა ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ტრადიციულად ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა.

შენგელიამ 3–დან 2 ორქულიანი, 4–დან 2 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად 11 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. შარლერუელთა შორის ბომბარდირი ამერიკელი კრლის ჰილი გახდა 18 ქულით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი „რეალის“ შავკანიანი ცენტრი, სერჟ იბაკა გახდა – 12 ქულა, 9 მოხსნა, 5 დაფარება.

„შარლერუას“ 6 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და C ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 30 ნოემბერს შინ „ეფესთან“ გამართავს, რომელიც პირველ წრეში თურქეთში დაამარცხა.

მაკაბი 5 1 473 444 11
რეალი 4 2 543 495 10
ეფესი 3 3 448 448 9
პარტიზანი 3 3 437 446 9
არმანი 2 4 443 459 8
შარლერუა 1 5 461 513 7


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 25 ნოემბერი 2011 18:04
RichIe=Luka,
:):)
Richie 25 ნოემბერი 2011 17:37
sanchez9,
შემეშალა და გავასწორე wink
Alex_Song 25 ნოემბერი 2011 17:36
ეეე ეს რა პონტია ფუტბალში რატო დევსს ????
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (223)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა