გრინი და ჰეინსი "გრან კანარიას" გამარჯვებაში დაეხმარნენ

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 13-დეკ, 20:219 datopagava23 1380


ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელების – ტორინ გრინისა და მარკიზ ჰეინსის „გრან კანარიამ“. კანარიელებმა კუნძულზე პრიმერადივიზიონის დებიუტანტ „ბლუსენსს“ შეხვდნენ და 84:73 დაამარცხეს. ამ წარმატებაში თავისი წილი საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა კალათბურთელებმაც დაიდეს.

ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 15 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. მარკიზმა 7–დან 3 სამქულიანი, 5–დან 4 საჯარიმო და ერთი ორქულიანი ჩააგდო. მექულეობით თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ მატჩში ყველაზე მეტი პასი მიითვალა ტორინ გრინმა, რომელმაც მოედანზე 16 წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე 2 ქულასთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (132)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი