ფაჩულიამ ატლანტას ტორონტოში 10 ქულა და 6 მოხსნა შესძინა

ქართული კალათბურთი / NBA 02-თებ, 14:289 Sportnews 1710


100:77 – ამ ანგარიშით გაანადგურა გასვლითი ტურნეში მყოფმა „ატლანტამ“ „ტორონტო“. ამით ზაზა ფაჩულიას გუნდმა დაასრულა 5–მატჩიანი გასვლითი ტურნე, საიდანაც 4 შეხვედრა მოიგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:23 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6 ორქულიანიდან 5 ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს იყო – 10 ქულა. ამის გარდა ზაზამ 6 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა.

ატლანტელებს ჯო ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. რაც შეეხებათ ტორონტოელებს, მათმა ბომბარდირმა მხოლოდ 14 ქულა მიითვალა.

„ატლანტა ჰოუქსს“ 16 მოგება და 6 მარცხი აქვთ. ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა. მომდევნო შეხვედრას „ქორები“ ატლანტაში 3 თებერვალს, „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (132)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი