ბოისას გუნდი იკაროსთან დამარცხდა

ქართული კალათბურთი 27-თებ, 01:599 Sportnews 1560


ვლადიმერ ბოისას „პანიონიოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში აუტსაიდერ „იკაროსთან“ დამარცხდა. ათენელებმა შეხვედრა სტუმრად გამართეს და საბოლოოდ 64:74 წააგეს. ამ მარცხს პანიონიოსელებითვის ცხრილზე გავლენა არ მოუხდენია – ბოისას გუნდი ისევ მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 18 წუთი გაატარა. ბოისამ 1 ორქულიანთან ერთად 2 საჯარიმო ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა, თუმცა 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.

საბერძნეთის ჩემპიონატში „პანიონიოსი“ მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, შინ, „აგორის“ წინააღმდეგ გამართავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (101)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი