ფაჩულია მოედანს 13 ქულით დაუბრუნდა

ქართული კალათბურთი / NBA 25-მარ, 10:499 Sportnews 2810


ერთმატჩიანი დასვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ დღეს გამთენიისას ვაშინგტონში ითამაშა. ატლანტელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 95:92 მოუგეს მასპინძლებს.

ბოლო მეოთხედის წინ ჯორჯიული გუნდი 10 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

ფაჩულიამ წინა შეხვედრა იმ მიზეზით გამოტოვა, რომ აქილევსის მყესი აწუხებდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:31 წუთი გაატარა. ფაჩულიამ შესანიშნავი სიზუსტით ისროლა თამაშიდან: მისი 6 ოქრულიანიდან 5-მა მიაღწია მიზანს, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 6-დან 3 სროლა ჩააგდო. ზაზას მთლიანობაში 13 ქულა, 4 მოხსნა და თითო პას-დაფარება დაუგროვდა.

29 მოგებითა და 20 წაგებით „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანასთან“ ერთად კვლავ V ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას, „იუტას“ წინააღმდეგ აქვს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)