შენგელიას გუნდს ბელგიის ჩემპიონობამდე 2 ქულა დააკლდა

ქართული კალათბურთი 12-ივნ, 13:249 koko 2592


სამწუხარო ნოტაზე დაასრულა ბელგიის ჩემპიონატი თორნიკე შენგელიამ. ყველაფერი ერთმა ქულამ გადაწყვიტა. ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში ქართველი კალათბურთელის „შარლერუა“ 74:75 დამარცხდა „ოსტენდესთან“ და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

შარლერუელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება და ჩემპიონობაც მათ დარჩათ. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 14 ქულა მოაგროვა. ეს მეორე შედეგია შარლერუელთა შორის, ისევე როგორც მის მიერ მოგროვებული მარგი ქმედების კოეფიციენტი - 13.

შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი სამჯერ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო და მის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდნენ. 14 ქულასთან ერთად შენგელიამ 3 მოხსნა, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკე ბელგიიდან იტალიაში გადავა, სადაც ნბა-ს მიერ ორგანიზებულ „ადიდასის“ კემპში მიიღებს მონაწილეობას. ქალაქ ტრევიზოს ცნობილ კემპზე თავს ნბა-ს უამრავი სკაუტი მოიყრის თავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი