Image

ცინცაძის 9 ქულა და ბუდიველნიკის გასვლითი გამარჯვება

ქართული კალათბურთი 09-ნოე, 23:169 Sportnews 1204


















საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ცინცაძე შედეგიან თამაშს განაგრძობს. მართალია, ქართველმა უკანახაზელმა წინა მატჩის მსგავსად სამმაგი დუბლის ზღვარზე ვერ ითამაშა, მაგრამ „ბუდიველნიკის“ გასვლით გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

დედაქალაქური გუნდი ჩერკასკში „მავპის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 80:75 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი კიეველთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30,20 წუთი გაატარა. ცინცაძემ 6–დან 3 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთივე წარმატებით ესროლა საჯარიმოს ხაზიდან. საბოლოოდ მან 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

კიევურ გუნდს ამერიკელმა ლეგიონერებმა ულიდერეს. მალკოლმ დილეინმა 19 ქულა მოაგროვა, ხოლო ლეო ლაიონსმა – 18. უკრაინელმა არტურ დროზდოვმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

საწყისი 3 მეოთხედი კიეველებმა მცირე უპირატესობით მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 7 ქულით იგებდნენ. მასპინძლებმა ყველაფერი გააკეთეს, პერიოდი მოიგეს, მაგრამ მხოლოდ 2 ქულით და საბოლოოდ წაგებას ვერ ასცდნენ.

„ბუდიველნიკს“ 12 მატჩიდან 9 გამარჯვება აქვს და სუპერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. კიეველთა წინ იუჟნის „ხიმკი“ და ზაპოროჟიეს „ფეროა“. მომდევნო ტურში, 11 ნოემბერს, „ბუდიველნიკი“ სტუმრად „მიკოლაევს“ დაუპირისპირდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა