Image

შერმადინის და სანიკიძის გუნდები საპლეიოფო ოთხეულში იმყოფებიან

უცხოური კალათბურთი 16-თებ, 16:189 sarkoza 2414


















ევროლიგის ტოპ-16-ის მე-7 ტური წარმატებული გამოდგა იმ გუნდებისთვის, რომელთა ღირსებასაც ქართველი კალათბურთელები იცავენ. გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” რუსეთში “ხიმკის” 87:82 სძლია, ხოლო ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკიმ” იტალიაში “კახა ლაბორალს” 85:74 მოუგო.

პირეოსელებისთვის ხიმკელებთან წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ამიტომ, მათ გაჭირვების ჟამს განსაკუთრებით მოინდომეს და დასკვნით მეოთხედში რუსული კლუბი 33:22 გაანადგურეს, რაც გამარჯვებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:32 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ბერძნული გრანდის რიგებში 19-19 ქულით საუკეთესონი ვასილის სპანულისი და კაილ ჰაინსი იყვნენ, “ოლიმპიაკოსმა” კი 3 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა და F ჯგუფში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, ასეთივე მონაგარი აქვთ მე-3 საფეხურზე მყოფ “ხიმკის” და მე-5 ადგილოსან “კახა ლაბორალს”, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, სიენაში “მონტეპასკისთან” დამარცხდა. სანიკიძის კლუბმა ტოპ-16-ში მე-6 გამარჯვება იზეიმა და ჯგუფს ესპანურ “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობს.

სიენელთა თავკაცმა ლუკა ბანკიმ სანიკიძე თამაშში მხოლოდ 06:08 წუთი ჩართო, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 1 სამქულიანის აცილება მოასწრო, ერთხელ ბურთი მოხსნა და ერთი ფოლიც მიიღო. “მონტეპასკის” მხრიდან ბობი ბრაუნი (19 ქულა), მეტიუ ჯენინგი (16) და დანიელ ჰეკეტი (16) გამოირჩნენ.

ევროლიგის ტიო-16-ის მე-8 ტურის მატჩები 21-22 თებერვალს შედგება. 21-ში “მონტეპასკი” შერმადინის ყოფილ კლუბ თელ-ავივის “მაკაბის” ესტუმრება, ხოლო ქართველი ცენტრის ამჟამინდელი გუნდი “ოლიმპიაკოსი” 22-ში “კახა ლაბორალს” დაუხვდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა