გაზოლი ნაკრებში

უცხოური კალათბურთი 04-ივნ, 15:009 THE BRITISH 2693


"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მძიმე ფორვარდმა პო გზაოლმა განაცხადა, რომ უნდა დაეხმაროს თავის ნაკრებს 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ლიტვაში. 30 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ თუ მას მიიწვევენ ნაკრებში, იგი დიდი სიამოვნებით გაემგზავრება ბალტიისპირეთში. წინა წელს გაზოლმა გამოტოვა მსოფლიო ჩემპიონატი თურქეთში, რომელშიც მისმა ნაკრებმა მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.

"ლეიკერსი" გამოეთიშა ბრძოლას ჩემპიონობისთვის და პო ვეღარ შეძლებს ზედიზედ მესამედ მოირგოს ოქროს ბეჭედი. წელს გაზოლმა ჩაატარა 82 თამაში, რომლებშიც საშუალოდ აგროვებდა 18,8 ქულას, 10,2 მოხსნასა და 3,3 პასს. ადრე გაზოლი რეგულარულად თამაშობდა ნაკრებში და მოგებული აქვს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2009 წლის ევროპის ჩემპიონატი და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლი.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი