რეალმა ბარსელონას მოუგო

უცხოური კალათბურთი 19-თებ, 23:139 Sportnews 2942


კალათბურთში ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის "რეალმა" ნომერ პირველი მეტოქე კატალონიის "ბარსელონა" უშანსოდ 17 ქულის სხვაობით დაამარცხა.

"რეალის" კალათბურთელები აღნიშნულ შეხვედრაში შესანიშნავები იყვნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გუნდის მიერ სეზონში ჩატარებული საუკეთესო შეხვედრა.

"რეალმა" პირველი პერიოდი 22:17 მოიგო, მეორე პერიოდში 20:16 იმარჯვა, მესამე პერიოდი ფრედ 23:23 დასრულდა, გადამწყვეტი პერიოდის წინ "რეალი" 9 ქულით იგებდა. მეოთხე პერიოდიც მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა 26:18 და საბოლოოდ "რეალმა" 91-74 იმარჯვა.

მადრიდის "რეალი" ესპანეთის თასს დაეუფლა. "რეალის" მხირდან 23 ქულით საუკეთესო იყო სერხი ლული, ასევე შესანიშნავად გამოიყურებოდა ფელიპე კეროლი, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. "ბარსელონას" მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ნდოგმა დააგროვა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 19 თებერვალი 2012 23:23
მაგარია, ჰალა მადრიდ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი