სანიკიძეს გადამწყვეტი სამქულიანი.

უცხოური კალათბურთი 07-მაი, 15:059 milboy 2402


იტალიის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ბოლონიაში შედგა, სადაც ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" უმასპინძლა და ვიქტორის გადამწყვეტი სამქულიანის წყალობით 66:65 დაამარცხა.
სანიკიძემ კვლავ ორმაგი დუბლი შეასრულა: 37 წუთში 11 ქულა, 12 მოხსნა. კოჭის ტრავმის მიუხედავად, 22 წუთი ითამაშა მარკოიშვილმა, რომელმაც 12 ქულას 6 მოხსნა და 3 პასი მიამატა.
მათზე ცოტა ითამაშა და მეტი ჩააგდო ნიკა მეტრეველმა: 15 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა. მისმა "დინამომ" სტუმრად "კასერტა" გაანადგურა - 95:69.
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სანიკიძის "ვირტუსი" მეტრეველის "დინამოს" დაუპირისპირდება, ხოლო მარკოიშვილი-შერმადინის "კანტუ" - "პესაროს".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი