მანჩინი ბალოტელის წასვლას ვერ ეგუება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 02-თებ, 18:019 რაულიტო 1692


რამდენიმე დღის წინ იტალიის ეროვნული გუნდისა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იტალიურ "მილანში" გადავიდა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რთული ხასიათის მქონე ახალგაზრდა მუქკანიან მოთამაშეს ბრიტანული გუნდის დატოვება სურდა.

ინგლისში გადასვლამდე მარიო "ინტერში" ასპარეზობდა და მაშინდელ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან საერთო ენა ვერ გამონახა. დიდ ბრიტანეთში "ბალოს" რობერტო მანჩინისთან ურთიერთობა მოუწია. იტალიელი მარიოს მშობელი მამასავით უყურებდა, მაგრამ გასაღები მაინც ვერ მოუძებნა. ბალოტელი ინგლისური "ყვითელი პრესის" საყვარელ ობიექტად გადაიქცა.

ბალოტელი "ისტორიულ სამშობლოს" დაუბრუნდა, მანჩინის კი მისი გაქცევა დღემდე ვერ მოუნელებია.

"მარიოსგან ღალატს ნამდვილად არ ველოდი. ის ჩინებული ფეხბურთელი და ამავდროულად რთული ადამიანია. მასთან ურთიერთობა ძალიან მიჭირდა, რადგან ასაკის მიუხედავად მუდმივად პატარა ბავშვივით იქცეოდა.

მისი მოთვინიერება ვერ შევძელი. ამ მიზეზის გამო ბალოტელისთან გამომშვიდობება მომიწია. მოთამაშეს ერთ რჩევას მივცემდი. მას შეუძლია ბრწყინვალე კარიერა გაიკეთოს, მაგრამ საკუთარ თავს მეტი კონტროლი უნდა გაუწიოს. "მილანმა" ხელგაშლილი ხელით მიიღო, მაგრამ თუ მარიო ძველებურად ცხოვრებას გააგრძელებს, ამ გუნდთანაც გამოთხოვება მოუწევს.

მარიო ბალოტელიმ „მანჩესტერ სიტის“ ბოლოდროინდელ აღმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ცხოვრება მკაცრია და მასთან განშორება მოგვიწია." - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
რაულიტო 3 თებერვალი 2013 12:02
რა აფერესტია angry როცა იყო ეჩხუბებოდა და ახლა ნანობს ვითომ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (122)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი