ფალკაო: ბარსელონას არაფერს დაუთმობთ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 07-თებ, 15:329 რაულიტო 1282


ლა ლიგა კატალონიური "ბარსელონას" დიდი უპირატესობით მიმდინარეობს. 22 ჩატარებული ტურის შემდეგ "ბარსა" სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება და უახლოეს მდევარს, მადრიდის "ატლეტიკოს" ცხრა ქულით უსწრებს.

გამოცემა "Goal.com" კოლუმბიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს ესაუბრა.

სამხრეთ ამერიკელმა განაცხადა, რომ მისი კლუბი კატალონიელებს ბოლომდე მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

"პირველობის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. "ბარსელონას" ცხრა ქულა გვაშორებს, მაგრამ ამ დეფიციტის გაბათილების დიდი იმედი გაგვაჩნია.

დარწმუნებული გახლავართ, რომ "ბარსელონა" მომავალში არაერთ დაუგეგმავ ქულას დაკარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ კატალონიელებს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ.

"ატლეტიკოს" გულშემატკივრებს ვპირდები, რომ გუნდი ჩემპიონის წოდებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. თუ "ბარსელონას" დაწევა ვერ მოვახერხეთ, მადრიდის "რეალს" აუცილებლად ვაჯობებთ.

ამ გუნდს უკვე შვიდი ქულით ვუსწრებთ და მეეჭვება ამ სხვაობის გაბათილება მოახერხონ". - განაცხადა რადამელ ფალკაომ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 7 თებერვალი 2013 16:33
უცნაურია . ფალკაოს ეეჭვება, რომ რეალი 7 ქულის გაბათილებას შეძლებს, როცა თვითონ იძახის, რომ ატლეტიკო 9 ქულას გააბათილებს ბარსელონასთან , რავიცი რავიცი ფალკაო, ბარსელონას ჩემპიონობას ატლეტიკოს ჩემპიონობა კი მირჩევნია wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (23)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)