კახა კაჭარავა სანაკრებო შტაბშია

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 18-ნოე, 22:369 beqa_beqa 2033


ახლახან კახა კაჭარავამ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბში დარჩა და სპორტული კოორდინატორის ფუნქციას შეასრულებს. კაჭარავა მხოლოდ ამ საქმით არ იქნება დაკავებული იგი ნაკრები გუნდების გაერთიანებულ შტაბშიცაა და კიდევ ერთი ახალი საქმე ექნება.

ეს ზოგადად, ახლა კი ყოველივეზე დეტალურად გეტყვით. ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ასაკობრივ ნაკრებებში მოსახვედრად მასშტაბური სელექცია ჩატარდება. ცხადია, ასაკობრივ ნაკრებებში სელექცია აქამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ მას ამჯერად ცენტრალიზებული სახე ექნება. სელექციის პროცესს ეროვნული გუნდის მწვრთნელებიც დააკვირდებიან. ამ პროცესში კი ახალი სახე სწორედ კახა კაჭარავაა. ამ საქმეში კაჭარავას ჩართვა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

ამ სამი-ოთხი დღის წინ, კახა კაჭარავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ესაუბრა და საკითხიც მაშინ გადაწყდა. ეს კაჭარავამ თავადვე დაგვიდასტურა.

"დიახ, მართლაც გვქონდა შეხვედრა. მათ ასაკობრივი ნაკრებების სელექციის პროცესში ჩართვა შემომთავაზეს. "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე გადამდგარი ვიყავი. მომწონს ეს საქმე და შეთავაზებას დავთანხმდი. "დინამოში" სპორტულ კოორდინატორად ვაგრძელებ მუშაობას და ამ ორი საქმის შეთავსება არ გამიჭირდება...

სელექციაში მუშაობა ჩემთვის საინტერესოა. ამ პროცესში ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია, მისი თანაშემწე სოსო ჭედია და ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები მიიღებენ მონაწილეობას. სელექცია ორგანიზებული იქნება. ამ ინიციატივის შედეგად ყველა მოზარდსა და ჭაბუკს ეძლევა ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრის შანსი ", - გვითხრა კახა კაჭარავამ.

ასაკობრივ ნაკრებებში სელექციის პირველი ეტაპი 1997-98 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის 20-21 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. შაბათს დასავლეთ საქართველოს მკვიდრთა შორის ჩატარდება სასელექციო მატჩები, კვირას კი აღმოსავლეთ საქართველოს მოზარდებს დააკვირდებიან. საფეხბურთო კლუბები და რეგიონული ფეხბურთის ფედერაციები ვალდებულები არიან, სანაკრებო სელექციის პროცესში მონაწილე მოთამაშეთა შესახებ სფფ-ს სრული ინფორმაცია მიაწოდონ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი