“სპარტაკის” 2012 წლის საუკეთესო გოლის ავტორი ჯანო ანანიძეა

სიახლეები / ფეხბურთი 27-თებ, 15:529 lukicha 3390


მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა მოეწყო, რომლის მიზანიც 2012 წლის საუკეთესო გოლის ამორჩევა გახლდათ. “სახალხო გუნდის” გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ჯანო ანანიძის გოლი დაასახელეს, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში “კრილია სოვეტოვის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა სამარაში გაიმართა, ჯანო მოედანზე მატჩის მეორე ტაიმში გამოვიდა და 83-ე წუთზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 5:0.

ანანიძემ ხმათა 20,28 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე რომულო გავიდა, რომელმაც “ბარსელონას” გაუტანა (19,47%). მესამე ადგილი დმიტრი კომბაროვმა დაიკავა, რომელმაც “ფენერბაჰჩეს” კარის ბადე შეარხია (15,92%).




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი