ალეგრი:რთული მატჩი გველის

სიახლეები / ფეხბურთი 02-მარ, 16:039 lukicha 1049


მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ “მილანს” “ლაციოსთან” რთული მატჩი ელის, თუმცა “როსონერიმ” უნდა გაიმარჯვოს და შემდეგ, “ბარსელონაზე” იფიქროს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს გაიმართება. თამაშს, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რომაელები მესამე ადგილზე არიან და მეოთხე პოზიციაზე მყოფ “შავ-წითლებს” ორი ქულით უსწრებენ.

“რთული მატჩი გველის, “ლაციო” ძლიერი გუნდია. რომაელებს კარგი დაცვის ხაზი ჰყავთ. ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში არ გველის, მაგრამ იმედია, ვცდები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა გავიმარჯვოთ და სატურნირო ცხრილში წინ წავიწიოთ”, – ამბობს 45 წლის სპეციალისტი.

“როსონერის” თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა.

ბარსელონაზე” “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ ვიფიქრებთ. “ინტერთან” გამართულ შეხვედრაში, უნდა გაგვემარჯვა, რაც ჩვენს სამეულში შესვლის შანსებს დიდად გაზრდიდა. ყველამ ნახა, რომ კატალონიელებმა ჯერ ჩვენთან დათმეს მატჩი, შემდეგ – “რეალთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დამარცხება შესაძლებელია.”




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (23)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)