რედნაპი: "სამბას სანაცვლოდ დიდ ფულს გვთავაზობდნენ"

სიახლეები / ფეხბურთი 04-მარ, 13:129 rondo 1178


"ქუინზ პარკ რეინერსის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა დაადასტურა, რომ კლუბის მფლობელმა საკმაოდ სარფიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

საუბარია კრისტოფერ სამბაზე, რომლის სანაცვლოდაც ერთ-ერთი რუსული კლუბი, ძალიან დიდ თანხას იხდიდა.
28 წლის მცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, მახაჩყალის "ანჟიდან" გადაბარგდა ინგლისში და 4,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი რედნაპის გუნდთან.

"ქპრ"-ს ბოსმა გაამხილა, რომ მას შესთავაზეს გაცილებით მეტი ვიდრე მან გადაუხადა სამბას სანაცვლოდ რუსულ კლუბს.

"როდესაც კლუბის მფლობელმა მკითხა , თუ რას ვფიქრობდი ამის შესახებ, მე ვუპასუხე: ეს თქვენი კლუბია და თქვენი გადასაწყვეტია",- განაცხადა ჰარი რედნაპმა .

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამბას შენარჩუნება , რადგან ის ნამდვილი ფეხბურთელია ,
მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რაც ფეხბურთელს სჭირდება. იგი სწარაფია , შეუძლია ორივე ფეხით თამაში, ასევე კარგად თამაშობს ნახევარდაცვის ცენტრში. მას უპრობლემოდ შეუძლია ითამაშოს ნებისმიერ გრანდში",-ციტირებს რედნაპის სიტყვებს skysports-ი

შეგახსენებთ , რომ კრისტოფერ სამბამ 4-5 წლის წინ "ბლექბერნში"კარგი თამაშით გაითქვა სახელი, სადაც ის ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად თამაშობდა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (23)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)