კორნელიუსს პრემიერლიგა ხიბლავს

სიახლეები / ფეხბურთი 04-მარ, 16:279 rondo 1266


ანდრეას კორნელიუსმა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვა და აქვე დაამატა, რომ "კოპენჰაგენში" ბედნიერია და ჯერ წასვლას არ აპირებს.

კორნელიუსი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება დანიურ ფეხბურთში , რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

მან უკვე გაიტანა 14 გოლი დანიის სუპერლიგაში და "სანდერლენდის" ინტერესის სფეროში მოექცა.

"მე ვფიქრობ , რომ პრემიერლიგა არის საუკეთესო მსოფლიოში და მსურს ვითმაშო იქ მომავალში ",-განუცხადა 19 წლის დანიელმა bold.dk-ს.

"პრემიერლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა , მაგრამ იქამდე ჯერ დიდი გზა მაქვს გასავლელი .
გუნდთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით მაკავშირებს ასე, რომ ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება და არავინ იცის რა მოხდება",- დასძინა კორნელიუსმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (204)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი