<<>>

ძმები ტურეები თავიანთი გუნდით ამაყობენ

სიახლეები / ფეხბურთი 05-მარ, 14:219 rondo 1291


იაია და კოლო ტურეები უზომოდ გახარებულები იყვნენ გუშინდელი გამარჯვებით.
"მანჩესტერ სიტიმ" ტევესის გოლის წყალობით დაამარცხა "ასტინ ვილა"(1-0) .

მატჩის შემდეგ იაია ტურემ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და აღნიშნა, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ჩემპოიონობის შანსი.

"იყო საკმაოდ დიდი ზეწოლა და ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვეგო",- განუცხადა მან Sky Sports.-ს

მისი თქმით "ასტონვილა" პირველ ნახევარში ძალიან კარგად გამოიყურებოდა , მაგრამ მაინც სძლიეს მეტოქეს და დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ , რომ გვყავს შესანიშნავი გუნდი, ძალიან ვწუხვარ როდველის გამო,(რომელიც გუშინდელ მატჩში დაშავდა) მაგრამ დღეს ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. 12 ქულა დიდი სხვაობაა მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა",- თქვა იაია ტურემ.

კოლო ტურე , რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა დაცვაში , ასევე ეთანხმება მისი ძმის მოსაზრებას და ამბობს: "ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენთვის, რადგან უნდა გავუმკლავდეთ იმ გუნდების კონკურენციას, რომლებიც ცხრილში ძალიან ახლოს არიან ჩვენთან".

"მე ვაკეთებ მაქსიმუმს , მე მიყვარს ფეხბურთი და ყოველ ჯერზე მაქვს შანსი ასი პროცენტით დავიხარჯო",- დასძინა კოლო ტურემ .


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (50)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (209)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი