მესუტ ოზილი:"თუ გუნდი იგებს ბარსელონაში, მას შეუძლია მოიგოს მანჩესტერში"

სიახლეები / ფეხბურთი / ევროტურნირები 05-მარ, 22:419 rondo 1263


მადრიდის "რეალს" დიდი სტიმული მიეცა "ბარსასთან" ბოლო მატჩების მოგების შემდეგ.
"გუნდს, რომელსაც შეუძლია მოიგოს ბარსელონაში , შეუძლია მოიგოს მანჩესტერშიც",- განაცხადა მესუტ ოზილმა.

"ეს იქნება მძიმე მატჩი ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ , მაგრამ ჩვენ ყველას დავანახეთ რა შეგვიძლია. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ "მანჩესტერს" , მაგრამ ჩვენი მიზანია ვითმაშოთ ისე , როგორც
ვიცით და როგორც შეგვიძლია. ასე შეიძლება ნებისმიერი გუნდის დამარცხება",- დაამატა გერმანელმა ნახევარმცველმა.

მან ასევე ისაუბრა მის ურთიერთობაზე მოურინიოსთან და აღნიშნა ,რომ იგი ძალიან მადლიერია მთავარი მწვრთნელის.
"მე ძალიან კარგ ფორმაში ვარ და ბედნიერი ვარ ,რომ თამაშის საშუალება ყოველ კვირაში მეძლევა. მოურინიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მისი მადლიერი ვარ , რადგან მას სჯერა ჩემი და მეც ვცდილობ ნდობა გავამართლო. ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში".

რაც შეეხება გვარდიოლას გერმანიაში მუშაობას, ოზილმა განაცხადა:"ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე კლუბში , მაგრამ გვქონდა საუბარი ეროვნულ ნაკრებში . გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში და მან ეს დაამტკიცა "ბარსაში", რომელთან ერთადაც უამრავი ტიტული მოიგო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (204)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი