"ლივერპული" პერუელ ზამბრანოს აკვირდება

სიახლეები / ფეხბურთი 07-მარ, 23:309 rondo 1027


"ლივერპულს", ფრანკფურტის "აინტრახტის" მცველის კარლოს ზამბრანოს შეძენა სურს.

წითლების დამრგებელს, ბრენდან როჯერსს, უკანა ხაზის განახლება აქვს გადაწყევტილი, რადგან კარაგერი სეზონის ბოლოს ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს , ხოლო მარტინ შკრტელს სავარაუდოდ სხვა კლუბში სურს კარიერის გაგრძელება.

გავრცელებული ინფორმაციით ლივერპულელთა ინტერესის სფეროში ასევე "სუონსის" მცველი ეშლი უილიამსი მოექცა, თუმცა, როგორც ჩანს როჯერსი მზად არის მისი ძიების ქსელი გააფართოვოს და მისთვის სასურველ მცველს ჯერჯერობით გერმანიაში დაადგა თვალი .

"აინტრახტის" დირექტორმა, ბრუნო ჰუბნერმა, დაადასტურა მერსისაიდელთა ინტერესი პერუელი კარლოს ზამბრანოსადმი.

23 წლის მცველი მოდის შალკეს ახალგაზრდული აკადემიიდან, თუმცა მან დატოვა კლუბი 2010 წელს და გადავიდა "ზანკტ პაულში", რათა რეგულარულად ჰქონოდა ძირითად გუნდში თამაშის საშუალება.

გასულ ზაფხულს კი გადავიდა ფრანკფურტში, სადაც გახდა "აინტრახტის" თავკაცის, არმინ ფეეს ძალიან კარგი კამპანიის ნაწილი.

ფრანკფურტელები ამჟამად მეოთხე ადგილზე არიან ბუნდესლიგაში და იბრძვიან ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. აღსანიშნავია , რომ გუნდი წინა სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობდა და ასეთ მოკლე დროში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

"არსებობს ინტერესი ზამბრანოსადმი, მაგრამ კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს",- განაცხადა "აინტრახტის" დირექტორმა ბრუნო ჰუბნერმა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)