ევერტონი უგოლო ფრით კმაყოფილია

სიახლეები / ფეხბურთი 08-მარ, 14:349 rondo 1212


"ანჟის" ბრაზილიელმა მცველმა, ევერტონმა განაცხადა, რომ გუშინდელი მატჩის შედეგით კმაყოფილია.

მოსკოვის ძალიან ცივ და სუსხიან ღამეს "ლუჟნიკებზე" გამართული შეხვედრა, საგოლე მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა.

გუუს ჰიდინკის შეგირდებს, ევროპის ლიგის ყველა საშინაო მატჩი მოგებული ჰქონდათ, ასე რომ "ნიუკასლი" კმაყოფილი უნდა იყოს დაფიქსირებული ანგარიშით(0-0).

"კორინთიანსის" ყოფილი მცველი ევერტონი აღფრთოვანებულ იყო "კაჭკაჭების" თამაშით, მაგრამ ფიქრობს , რომ მისი გუნდი საკმაოდ ძლიერია 1\4 ფინალში გასასვლელად.

"ეს იყო კარგი შედეგი, მაგრამ შეგვეძლო მოგვეგო და მიგვეღწია წარმატებისთვის საშიანაო შეხვედრაში",- განუცხადა მან UOL-ს.

"ინგლისში თამაში რთული იქნება , ,მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ეს დაამტკიცეს მოედანზე".

"მნიშვნელოვანია დავამატო, რომ ჩვენ გვაკლდა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე. ვილიანის არყოფნამ ძალიან შეასუსტა ჩვენი შეტევის ხაზი".

"მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რესეთის ჩემპიონატის მატჩები გამოვიყენოთ , ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის მოსამზადებლად",- თქვა ევერტონმა


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (202)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი