კალაშნიკოვა ფინალამდე უბრძოლველად მივიდა

სიახლეები / ჩოგბურთი 19-ნოე, 16:319 FCB 1589


ქალთა შორის საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა წარმატებულად ასპარეზობს პოლონეთის ქალაქ ოპოლეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე, სადაც ერთბაშად ორი ტიტულის მოსაგებად იბრძვის.
ერთეულთა გათამაშებაში მე-3 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ პირველ რაუნდში გერმანელი კიმ-ალის გრაიდეკი 6:0, 6:1 გაანადგურა, მერვედფინალში კი რუს იანა ბუჩინას 1:6, 6:0, 6:1 სძლია. მეოთხედფინალში ოქსანას მეტოქე უკრაინელების – არეფიევასა და ლიუბცოვას შეხვედრაში ირკვევა.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვასა და ბელორუს პოლინა პეხოვას ფინალში გასასვლელად ერთი (!) მატჩის მოგება ეყოთ. საქმე ის გახლავთ, რომ პირველ რაუნდში ხსენებული ბუჩინასა და პოლონელი დომაგალას დუეტის ძლევის (6:1, 6:4) შემდეგ, ქართულ-ბელორუსულ ტანდემთან სათამაშოდ ერთბაშად ორი წყვილი არ გამოცხადდა.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, უბრძოლველად, თავდაპირველად ფრანგი ბერგო და ბელორუსი კურიანოვიჩი (მე-3 განთესვა) დანებდნენ, შემდეგ კი – პირველი რეიტინგის მქონე ბრიტანელი კევედეი და თურქი ოზგა.
ტაილანდის ქალაქ ნონტაბურიში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე თავი ვერ ისახელა ვაჟთა შორის საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
მე-6 ნომრად მიჩნეულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა პირველობის მერვედფინალში კორეელ ჩეონგ-ეუი კიმთან 1:6, 5:7 წააგო, წყვილთა მეოთხედფინალში კი ბასილაშვილი და ესტონელი პროსკურა ინდონეზიელ რუნგკატთანა და ტაილანდელ სირიბუტვონგთან (მე-4 განთესვა) 1:6, 1:6 განადგურდნენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (247)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი