ჟირუ: მთავარი მიზანი ოთხეულში შესვლაა

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 18-მარ, 20:219 Liverpool Fan. 1292


ლონდონის "არსენალის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში თავისი კლუბის მთავარი მიზანი ოთხეულში შესვლაა.

"ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში შევედით, ახლა სხვა გზა არ გვაქვს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მივაღწიოთ წარმატებებს. მიმდინარე სეზონში, ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში შესვლა იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთ რეალური პრეტენდენტები ვართ."

საფრანგეტის ნაკრების თავდამსხმელმა ასევე გააკეთა კომენტარისაკუთარ თავზე და განაცხადა, რომ მას ეპლ-ში ადაპტაცია ცოტა არ იყოს გაუჭირდა.

"ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია, მინდა ისიც ვაღიარო, რომ აქ ადაპტაცია საკმაოდ გამიჭირდა.", - დაასრულა ლონდონის "არსენალის" ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 19 მარტი 2013 11:44
ხო ამ დროისთვის ეგაა მთავარი. და იმედია მერე დახარჯავთ ფულს თორე დაგერხევათ.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (150)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი