Image

ზაფხულში მანჩინი "ზენიტს" ჩაიბარებს

სიახლეები / ფეხბურთი 21-მარ, 22:159 რაულიტო 773


















სანკტ-პეტერებურგის "ზენიტის" ხელმძღვანელობა ბრიტანული „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.

ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ რუსული კლუბის დამრიგებელი, იტალიელი ლუჩანო სპალეტი თანამდებობას გამოეთხოვება.

"გაზპრომის" მიერ დაფინანსებული გუნდი რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ გამარჯვებას ალბათ ვერ მოიპოვებს. რამდენიმე დღის წინ „ზენიტი“ ევროპის ლიგის გათამაშებასაც გამოეთიშა.

კულუარული ცნობით, სპალეტის მადრიდის "რეალი" ეპატიჟება. თუ ეს ვარიანტი არ გამართლდა, იტალ;იელი „ზენიტს“ მაინც გამოეთხოვება, მოგვიანებით კი ახალ სამუშაოს იოლად იშოვის.

გამოცემა "Goal.com"-თან საუბრისას, მანჩინიმ აღიარა რომ რუსული გუნდის უფროსობასთან ინტენსიური მოლაპარაკება გააჩნია, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში სამუშაოდ გადასვლის ფაქტი ოფიციალურად არ დაადასტურა.

ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, მანჩინის "სიტისთან" გამოთხოვება აუცილებლად მოელის. ამის გამო "ზენიტის" შემოთავაზებას ალბათ დათანხმდება და სამუშაოდ „ცივ“ რუსეთში გადაბარგდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (205)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა