Image

რუმენიგე: ბაიერნი - იუვენტუსი ფინალივით იქნება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-მარ, 14:459 FCB 922


















მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ, Sky Sport 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა ბაიერნი - იუვენტუსი ფინალივით იქნება.

რუმენიგე მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი რვა გათამაშებიდან ბაიერნი - იუვენტუსის შეხვედრა ყველაზე დაძაბული და საინტერესო იქნება.

დირექტორის მოსაზრებით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენური კლუბისა და ტურინის იუვენტუსის დაპირისპირება ფინალის მსგავსი იქნება. რუმენიგემ ასევე აღნიშნა, რომ გერმანულ გრანდს იტალიელებთან საკმაოდ მძიმე მატჩი ელოდებათ.

"ბაიერნისთვის უმძიმესი შეხვედრა იქნება, ტურინელებისთვის კი ღია შეხვედრა. მიმდინარე გათამაშებაში შედარებით სუსტი გუნდები იყვნენ, რომელსაც იუვენტუსი დაუპირისპირდა, მაგრამ ასევე აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ბაიერნიც ასევე სუსტ გუნდებს დაუპირისპირდა", - ამბობს რუმენიგე Sky Sport 24-თან ინტერვიუში.

"აღნიშნული შეხვედრა ფინალის ტოლფასი იქნება. მიუნხენში არანაირი მოლოდინები არ არის და ვფიქრობ იტალიელებსაც გაუჭირდებათ რაიმე პროგნოზების გაკეთება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ორი უმაღლესი დონის კლუბის დაპირისპირება".

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი იუვენტუსს ბოლოს 2009 წელს დაუპირისპირდა და სტუმრად ტურინში 4:1 გაიმარჯვა ჯგუფურ ეტაპზე.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (205)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა