დღის ახალი ამბები

რამოსი და რონალდო კვლავ ერთ გუნდში!

რამოსი და რონალდო კვლავ ერთ გუნდში!
23-06-2021, 13:14

დიდი შანსია, რომ სერხიო რამოსი და კრიშტიანუ რონალდუ ახალ სეზონში კვლავ თანაგუნდელები გახდნენ.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ რამოსმა უკვე დატოვა მადრიდის "რეალი", ესპანელმა მცველმა რამდენიმე თანაგუნდელს უკვე აცნობა, რომ ახალ სეზონს "პსჟ-ში" გაატარებს.

მას შემდეგ რაც "იუვენტუსში" ალეგრი დაბრუნდა, რონალდუს გუნდში დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და სავარაუდოდ ისიც ახალ გუნდს მოძებნის.

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ სწორედ "პსჟ" ის გუნდი, რომელსაც პორტუგალიელი ფეხბურთელის ამბიციების დამკმაყოფილება შეუძლია.

ასე, რომ შესაძლოა მადრიდის "რეალის" ტრიუმფების მთავარი შემოქმედები ახალ სეზონში კვლავ ერთად ვიხილოთ.




გაზიარება
მოინახულეს 1 067-ჯერ
კომენტარები
რეკლამა