Image

კაკუტა:"ინგლისში დაბრუნებაზე აღარ ვოცნებობ"

სიახლეები / ფეხბურთი 22-მარ, 16:279 rondo 892


















გაელ კაკუტა აცხადებს , რომ "ჩელსიში" ძალიან ბევრი ფეხბურთელია და მას ურჩევნია ითამაშოს სხვაგან მომავალ სეზონშიც , ვიდრე დაბრუნდეს კლუბში , სადაც ვერ ითამაშებს რეგულარულად.

კაკუტა ამჟამად იჯარით ჰოლანდიაში, "ვიტესის" შემადგენლობაშია , ხოლო უფრო ადრე "ჩელსიდან" განათხოვრების წესით: "ფულჰემში", "ბოლტონსა" და "დიჟონში" თამაშობდა.

ის "სტამფორდ ბრიჯზე" სათამაშოდ 2007 წელს "ლანსიდან" გადაბარგდა , როგორც უაღრესად ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა , რომელსაც დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა ლონდონურ კლუბში , მაგრამ მისივე თქმით, მას ახლა უფრო რეალური ამბიციები აქვს და აღარ ოცნებობს "ჩელსიში" თამაშზე.

21 წლის ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით , "არისტოკრატების" პირველ გუნდში მოხვედრა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან რთულია და მას სურს დარჩეს "ვიტესში", სადაც მუდმივად თამაშობს.

"მე აღარ ვოცნებობ "ჩელსიში" დაბურნებაზე და მაქვს შანსი ვითამაშო ჰოლანდიაში მომავალ სეზონშიც , რაც ჩემთვის უკეთესია , რადგან "ვიტესში" შესაძლებლობა მაქვს ვითამაშო ყოველ ტურში",–განუცხადა ფეხბურთელმა The Sun–ს.

" "ჩელსის" ყავს ძალიან ბევრი მოთამაშე. ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის საჭიროა რეგულარულად თამაში, ხოლო ინგლისში თვეში 10 წუთის სათამაშოდ დაბრუნება ნამდვილად არ მსურს",–განაცხადა ფრანგმა გაელ კაკუტამ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Nike 22 მარტი 2013 19:12
ამის სახელი მევასება - კაკუტა wink
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა