"სტად დე ფრანსზე" მაპინძლებმა გაილაღეს...

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 23-მარ, 14:289 რაულიტო 1617


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, წლის პირველი ოფიციალური მატჩი პარიზში, ფრანგების წინააღმდეგ გამართა და 1:3 დამარცხდა. ჟირუს, ვალბუენას და რიბერის გოლებს, 71-ე წუთზე ერთი ბურთით სანდრო კობახიძემ უპასუხა.

მართალია, ფრანგები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, რეალური საგოლე მომენტები ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ.

22 მარტი, 2013. პარიზი, „სტად დე ფრანსი“. 77 ათასი მაყურებელი
საფრანგეთი - საქართველო 3:1 (1:0) მჩშ
საფრანგეთი: ლორისი, ვარანი, კლიში, საჰო, პოგბა, ჟალე, მატიუიდი (სისოკო 81), რიბერი (მენესი 78), ვალბუენა (რემი 66), ჟირუ, ბენზემა
მთ.მწვრთნელი - დიდიე დეშამი
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (კაპ), ხიზანიშვილი, კვირკველია, კაშია, დაუშვილი, კობახიძე, თარგამაძე (გელაშვილი 84), ანანიძე (ყენია 46), ვაწაძე (დვალიშვილი 73)
მთ.მწვრთნელი - თემურ ქეცბაია
გოლები: ჟირუ (45), ვალბუენა (47), რიბერი (61), კობახიძე (71)
გაფრთხილება: ამისულაშვილი
მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია)

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, სადაც ესპანეთი ფინეთს მასპინძლობდა, მოულოდნელი, სენსაციური ფრე დაფიქსირდა - 1:1. ამ შედეგმა კი, ჩვენს ჯგუფში საფრანგეთი გაალიდერა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო, ცენტრალური მატჩი საფრანგეთში გაიმართება და ურთიერთობას ფრანგები და ესპანელები გაარკვევენ. საქართველოს ნაკრები კი, შესარჩვევის მომდევნო შეხვერას კვლავ ფრანგებთან, ოღონდ, ამჯერად, თბილისში ჩაატარებს.
სექტემბრის შესარჩევამდე, „ჯვაროსნები“ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ამჟამად, ცნობილია, რომ 2 ივნისს, ჩვენი გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს შეხვდება. მეორე სპარინგ-პარტნიორის ვინაობა, რომელსაც ასევე ივნისში ვეთამაშებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აგვისტოში კი, დაგეგმილია კიდევ ერთი ამხანაგური.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 24 მარტი 2013 18:20
ZuRr,
გეთანხმები 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ZuRr 24 მარტი 2013 17:35
არაუშავს...მთავარია ვიბრძოლეთ!



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (202)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი