ლუკას მოურა პარიზში ბედნიერია

სიახლეები / ფეხბურთი 24-მარ, 02:229 rondo 1445


ლუკას მოურამ ისაუბრა მის ამჟამინდელ კლუბზე და განაცხადა , რომ პარიზში ცხოვრებას ადვილად შეეგუა და დიდ ხანს სურს გუნდში დარჩენა , რათა დატოვოს მისი კვალი კლუბის ისტორიაში.


მოურა იანვარში შეუერთდა "პსჟ "–ს , მას შემდეგ , რაც მოაწერა ნანატრ კონტრაკტს ხელი გასულ ზაფხულს .

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს შანსი აქვს გახდეს "პარის სენ ჟერმენის" ლეგენდა , ისევე როგორც რონალდინიო , რომელსაც პარიზში ამ გუნდის ლეგენდად მიიჩნევენ.
ფრანგულ პრესაში გამუდმებით ადარებენ ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთს.

"რონალდინიოს მემკვიდრე? რონალდინიო დიდი ფეხბურთელია , მე მისი გულშემატკივარი ვარ და აღფრთოვანებული ვარ მისი კარიერით , რადგან მან ძალიან ბევრი ტიტული მოიგო–პლიუს ის არის ჩემი მეგობარი",–განუცხადა მოურამ "პსჟ " ოფიციალურ საიტს.

მან ასევე ისაუბრა ადაპტაციაზე ქვეყანასა და უშუალოდ კლუბში და აღნიშნა , რომ პარიზი ძალიან მოსწონს მიუხედავად იმისა , რომ იქ ზამთარი უფრო ცივია , ვიდრე ბრაზილიაში , მაგრამ ის ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და ფიქრობს , რომ ძალიან მალე შეეგუება ევროპულ ჰავას.

"ვიმედოვნებ , რომ დიდი ხნის მანძილზე დავრჩები გუნდში , რადგან მინდა დავტოვო ჩემი კვალი კლუბის ისტორიაში. საფრანგეთის ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალია , ის საკმაოდ გასნხვავდება ბრაზილიისგან , აქ ფეხბურთი ბევრად უფრო ტაქტიკურია , მაგრამ მე ვისწავლე ძალიან ბევრი მას შემდეგ , რაც აქ ვარ",– თქვა ბრაზილიელმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 24 მარტი 2013 20:22
Pogba (რაულიტო),
გეთანხები
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
რაულიტო 24 მარტი 2013 10:36
წარმატებები მოურას. ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი ჩანს და ვნახოთ აბა რას იზავს...



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)