Image

"ვერდერს" დე ბრუინის შენარჩუნება სურს

სიახლეები / ფეხბურთი 25-მარ, 02:059 rondo 977


















ბრემენის "ვერდერმა" გამოთქვა კევინ დე ბრუინის გადაბირების სურვილი . ბელგიელი გარემარბი გასულ ზაფხულს გადაბარგდა "სტამფორდ ბრიჯზე" , მაგრამ დაუყონებლივ გაანათხოვრეს გერმანიაში და საკმაოდ მალე დაიმკვიდრა ადგილი "ვერდერის" ძირითად შემადგენლობაში.

21 წლის ფეხბურთელმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანელებზე და მისი გადაბირებით ასევე დაინტერესებულები არიან : "ვოფსბურგი" და "ლევერკუზენი".

ბრემენელები უკვე აპირებენ მიმართონ "ჩელსის" კონკრეტული წინადადებით , მაგრამ რამდენად შესაძლებელია მისი გერმანიაში დარჩენა გაურკვეველია , რადგან დე ბრუინი ოფიციალურად ინგლისელებს ეკუთვნით და როგორც ირკვევა მისი დაკარგვა არ სურთ.

"ვერდერი" მიესალმება ამ ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაწყებას, მათი სპორტული დირექტორი თომას ეიჰინი თვლის , რომ დე ბრუინის კარიერისთვის ,
მათ კლუბში დარჩენა უკეთესია.

მან განაცხადა:" ჩვენ არ ვმალავთ ინტერესს კევინის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, კლუბმა ხელი უნდა შეუწყოს მის განვითარებას".

ცნობისთვის , კევინ დე ბრუინი გასულ ზაფხულამდე ბელგიურ "გენკში" ასპარეზობდა და 96 შეხვედრაში , 16 გოლის გატანა მოახერხა . მას ბელგიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს , ხოლო ეროვნული გუნდის მაისური სულ ათჯერ მოირგო და 2 გოლი (ბოლოს მაკედონიასთან ა.წ. 22 მარტს) გაიტანა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Loading...










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
ZuRr 25 მარტი 2013 17:31
1 სეზონი კიდა ვსოოო
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (149)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა