კაშია:"ვიტესს 7 ფინალი ელის"

სიახლეები / ფეხბურთი 28-მარ, 17:419 rondo 1380


"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ , ჰოლანდიელ ჟურნალისტებთან განვლილ სანაკრებო მატჩებსა და მათი კლუბის მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა

მისი თქმით , იგი კარგ განწყობაზე ხვდება კვირას "ზვოლესთან" მოახლოებულ მატჩს და აღნიშნა , რომ ამ თამაშს არსებითი მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის.
მან ასევე ისაუბრა საფრანგეთთან სანაკრებო დაპირისპირებაზე და საკუთარი თამაში შეაფასა: " საქართველოს ნაკრებში კონკურენცია ყოველთვის დიდია , იქ ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ და ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო იქ , სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს , თუმცა ცენტრალურ მცველად თამაში მირჩევნია".

კაშიამ ასევე კომენტარი გააკეთა ჰოლანდიის ჩემპიონატის დარჩენილ ტურებზე და დასძინა , რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ ჩასატარებელი მომდევნო 7 ტურში, რის შემდეგაც "ერედივიზიონის" მიმდინარე გათამაშება სრულდება.

"კლუბში ძალიან კარგი განწყობაა და ეს მნიშვნელოვანია , რადგან გუნდში შექმნილი ატმოსფერო განაპირობებს წარმატებას . "ვიტესი" დამსახურებულად არის მეოთხე ადგილზე და იმედი მაქვს , რომ წარმატებით ვითამაშებთ 7 ფინალში(დარჩენილ ტურებში)",– განუცხადა ქართველმა ფეხბურთელმა "ვიტესის" ოფიციალურ საიტს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
italy 29 მარტი 2013 04:33
ეს ვიტესის კაპიტანი თუ იყო არ იცოდი..
ისე კარგი მცველი და ნიჭიერია ქართველია, გამიხარდება ამის წარმატება.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (238)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი