Image

კასილასი "სარაგოსასთან" ვერ ითამაშებს

სიახლეები / ფეხბურთი 29-მარ, 22:519 Sandro Sapanadze 10 1009


















ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ განაცხადა, რომ პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში, გუნდის პირველი გოლკიპერი ვერ იმონაწილევებს.

როგორც კარანკამ ახსნა, ფეხბურთელმა მოტეხილობა სრულად მოირჩინა, მაგრამ ოფიციალური მატჩის ჩასატარებლად იგი მზად ჯერ კიდევ არ არის.

"ახლა იკერი კონკურენტულ დონეზე არ იმყოფება. თუმცა, სიმართლეა, რომ მან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვარჯიში დაიწყო."-აცხადებს მოურინიოს თანაშემწე.

"როდესაც იგი 100%-ით მზად იქნება, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კარგად თამაშს შეძლებს. კასილასი პოზიციით მეკარეა, ამიტომაც მისი ადგილი მოედანზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის თამაშისთვის მზად უნდა იყოს."-დაასრულა აიტორ კარანკამ.

შეგახსენებთ, "რეალის" პირველი ნომერი გუნდს იანვრის ბოლოდან ვერ ეხმარება. ამ დროის მანძილზე, იგი ახლად შეძენილმა დიეგო ლოპეზმა შეცვალა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sandro Sapanadze 10 30 მარტი 2013 12:04
mirza_07,
წაიკითხე სიახლე და გაიგებ
mirza_07 30 მარტი 2013 10:31
რატო ვერ იმონაწილევებს.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა