დღის ახალი ამბები

მხოლოდ თურქ ფეხბურთელს ჩამორჩება - დავეხმაროთ კვარაცხელიას, რომ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს

მხოლოდ თურქ ფეხბურთელს ჩამორჩება - დავეხმაროთ კვარაცხელიას, რომ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს
25-06-2021, 13:12

Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ამ დროისთვის მხოლოდ "ბეშიქათაშის" მეკარეს ერსინ დასტანოღლუს ჩამორჩება.

ხვიჩას გამოკითხულთა 21.9 პროცენტი უჭერს მხარს, მის კონკურენტს კი 39.5 პროცენტი.

იმისთვის, რომ ქართველმა აჯობოს თურქ მეკარეს, საჭიროა გადავიდეთ >> აქ და ხმა მივცეთ ჩვენებურს.

ასევე გააზიარეთ ეს სტატია, რომ რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა დაუჭიროს მხარი ახალგაზრდა ვუნდერკინდს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეს ტიტული "დორტმუნდის" ფეხბურთელმა ერლინგ ჰოლანდმა მოიგო.


ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ




გაზიარება
მოინახულეს 3 203-ჯერ
კომენტარები
რეკლამა