წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფი მოიგო

სიახლეები / სხვა სახეობები / ოლიმპიური 08-აპრ, 20:369 Sandro Sapanadze 10 3814


საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტუნრირის A ჯგუფი მოიგო! ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში დიდი ბრიტანეთთან 12:3 გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთთან ფრედ 7:7 ითამაშა, პოლონეთი 16:10 დაამარცხა, ჩეხეთს კი 16:5 სძლია და 10 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა წყალბურთელებმა საკვალიფიკაციო თამაშებში ყველაზე მეტი - 51 ბურთი გაიტანეს. მეორე ადგილზე სლოვაკეთის ნაკრები გავიდა 8 ქულით, მესამე კი დიდი ბრიტანეთი იყო 7 ქულით.

"პირველი ადგილით, ცხადია კმაყოფილი ვარ. სერბეთში და თურქეთში მოწყობილი საწვრთნელი შეკრებები ძალიან წაგვადგა და ვიმედოვნებ, მეორე ეტაპზე, რომელიც ივლისში გაიმართება, საქართველოს ნაკრები უკეთესად ითამაშებს. უახლოესი მატჩები ივნისში გველის, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ვიასპარეზებთ". - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ისელიძემ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)