პირესის შემდეგ ამაური ?!

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 19-ნოე, 21:199 FCB 1563


იტალიური პრესის თანახმად, ტურინის იუვენტუსის ფორვარდით კარვალიო ამაურით ბირმინგემის ასტონ ვილა ინტერესდება. როგორც ცნობილია, თავად "ბიანკონერიც" არაა ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი, რადგანაც ამაურის გასხვისებიდან მიღებულ თანხას იუვე კარიმ ბენზემაში დახარჯავს. თავდაპირველად ფეხბურთელის მომავალ კლუბად მილანი სახელდებოდა, თუმცა რეალური შემოთავაზება სწორედ პრემიერლიგიდან მოვიდა.

ამაურის სავარაუდო ფასი 7-8 მილიონი ევროა და მისი გაყიდვით ტურინელები ბენზემას ტრანსფერში საქმეს უფრო გაიმარტივებენ. როგორც ცნობილია "ბლანკოსმა" თავისი ფრანგი ფორვარდი 15 მილიონ ევროდ დააფასა.

აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია ასტონ ვილას შესახებ, ბირმინგემელებმა კონტრაქტი გაუფორმეს 37 წლის ფრანგ ნახევარმცველ რობერტ პირესს, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. მომხდარზე კომენტარი თავად ფრანგმა გააკეთა: "გუნდს უკვე პარასკევს შევუერთდები. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც ინგლისური ფეხბურთი უზომოდ მიყვარს, ერთი სული მაქვს როდის გავალ მოედანზე. ასტონ ვილა ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია და მე იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარები ფეხურთელებს."-განაცხადა პირესმა, რომელიც ბოლო დროს ლონდონის არსენალში ვარჯიშობდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი