საქართველოს თასის 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 11-აპრ, 22:239 Sandro Sapanadze 10 1442


გუშინ, 10 აპრილს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2012-2013 წლების გათამაშების 1/4 ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დინამომ ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა. პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. დინამოელები მე-8 წუთისთვის ორი ბურთით იგებდნენ, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ნახევარფინალთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ უკანასკნელ წუტებზე მეკარე ძაძამია უხეშად შეცდა, ბურთი საკუთარ კარში შეუვარდა და გურიაც გათამაშებას გამოეთიშა.

ბოლნისის სიონმა თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, ბასას სტადიონზე უმასპინძლა ქუთაისის ტორპედოს და 2:0 გაიმარჯვა. პირველი შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებითს დასრულდა - 3:1, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით 1/2 ფინალში სიონი გავიდა.

ნახევარფინალში გავიდა რუსთავის მეტალურგიც, რომელმაც პირველ შეხვედრაში 1:0 მოიგო, გუშინ კი ცხინვალის სპარტაკთან საპასუხო მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა.

თასის მფლობელი გორის დილა მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა საჩხერის ჩიხურასთან - 1:2. საჩხერელებმა ორი მატჩის ჯამში 5:1 მოიგეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი