დღის ახალი ამბები

როგორ გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი ურკაინის ნაკრების წარმატებას

როგორ გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი ურკაინის ნაკრების წარმატებას

უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ნაკრების წარმატებას ვრცელი პოსტი მიუძღვნა :

"შედეგის მიუხედვად, ვიცოდი, რომ ამ სიტყვებს მეც და მთელი უკრაინაც ერთად დავწერდით. ჩვენ მთელი გულით გამხნევებდით. დიდ მადლობას გიხდით. ქვეყანა თქვენით ამაყობს.

გამარჯვების შემდეგ, ამის დაწერა უდიდესი ბედნიერებაა. იმედია მსგავსის დაწერის შესაძლებლობა მეოთხედფინალის, ნახევარფინალის და ფინალის შემდეგ კიდევ გვექნება.

დღეს ჩვენ ყველა ერთნი ვიყავით. ჩვენ ვიყავით უკრაინა, გუნდი 40 მილიონზე მეტი ადამიანით. ეს უკრაინის გუნდია, რომელიც ხასიათს გვიჩვენებს. ბევრჯერ დიდი ტკივილი გადავიტანეთ, მაგრამ არასდროს დავნებდით.


უკრაინა იგებს! ყველამ მშვენივრად ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!"





გაზიარება
მოინახულეს 844-ჯერ
კომენტარები
რეკლამა