აკობიას გუნდმა თურქეთის წინააღმდეგ გამარჯვებით დაიწყო

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 18-აპრ, 20:479 Sandro Sapanadze 10 1620


დღეს, ბულგარეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე თავისი პირველი მატჩი მოიგო საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა.

ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იყო. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

ქურდაძე, თვარაძე, კაციტაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, მამუჩიშვილი, ლაშხია, ბიძინაშვილი, ბერიძე, გოშთელიანი, ჯობავა

პირველ ტაიმში, ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა - ნიკა ლაშხიამ გახსნა. თუმცა, თურქებმა მალევე გაგვითანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მსაჯმა ლაშხია მოედნიდან გააძევა და თითქმის მთელი ტაიმი ჩვენი ფეხბურთელები 10 კაცით უმკლავდებოდნენ მეტოქეს. ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა.

ტურნირის წესდების მიხედვით, დამატებითი დროის დანიშვნის გარეშე, გუნდებმა თერთმეტმეტრიანები დაარტყეს და სწორედ, ამის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა.

ჩვენმა ფეხბურთელებმა დარტყმები ზუსტად შეასრულეს. ნაკრების მეკარემ - ბექა ქურდაძემ კი გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია იმით, რომ სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ხვალ, 17-წლამდელები მეორე შეხვედრას გამართავენ და მათი მომდევნო მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 15:30 წუთზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი