რიბერი: "პსჟ"? მიუნხენში ბედნიერი ვარ"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-აპრ, 00:499 Sandro Sapanadze 10 1164


ფრანგი ნახევარმცველი, გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

სულ ცოტა ხნის წინ, ევროპაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელები, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გარემარბით არიან დაინტერესებულნი.

Telefoot-თან მიცემულ ინტერვიუში, მოთამაშემ ფრანგული კლუბის ინტერესი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება მიუნხენურ გრანდში სურს.

“პარიზელების ინტერესი ნამდვილად არსებობს და ამით მოხარული ვარ. ლეონარდო, რომელიც მე დამიკავშირდა, კლუბის სპორტული დირექტორია და სისტემაში უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა. იგი საინტერესო რეკონსტრუქციას გეგმავს.”-აცხადებს ფრენკ რიბერი.

“მიუხედავად ამისა, გერმანიაში თამაშით ძალზე ბედნიერი ვარ და კარიერის დასრულება სწორედ აქ მინდა. ვფიქრობ, ეს აგრეთვე კლუბის სურვილიცაა და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ.”-დაასრულა ფრანგმა ფეხბურთელმა.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)