ყენიას გოლმა "კარპატის" ვერ უშველა

სიახლეები / ფეხბურთი 23-აპრ, 09:329 rondo 1341


უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლვოვის "კარპატი" გასვლაზე კიევის "არსენალთან" 4-1 დამარცხდა .

აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ ლვოლელთა ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი "კარპატის" ქართველი ლეგიონერი ლევან ყენიაა. მან მატჩის 77-ე წუთზე გამოიჩინა თავი და ანგარიში 3-1 გახადა.


ლევან ყენია 90 წუთის განმავლობაში მინდორზე იყო და მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათიც უჩვენა. ლვოველთა მეორე ქართველი - ბუბა დაუშვილი განაცხადში იყო , მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. "კარპპატი" უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და პირველ ლიგაში გავარდნის სერიოზული საფრთხე ემუქრება.

უკრაინული მედიის ცხნობით , კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელის ნიკოლაი კოსტოვის მუშაობით და სულ მალე დაკავებულ თანამდებობას დაატოვებინებენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (256)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი