პლატინი კვლავ ვიდეორეფერის წინააღმდეგია

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 21-ნოე, 15:399 FCB 1399


უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გამოდის ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგ და აცხადებს, რომ სპორტის ნომერ პირველ სახეობაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა მოედანზე არბიტრების დამატებით უნდა მოხდეს.
“თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სპორტის იმ სახეობის ღალატი იქნება, რომელიც ასე გვიყვარს. კარის აღების ფაქტი არბიტრმა უნდა დაადასტუროს და არა ტელევიზიამ. უბრალოდ, საჭიროა კიდევ უფრო მეტი მსაჯი” – ციტირებს პლატინის სიტყვებს The Independent.
პლატინი ამ გამოსვლით ეწინააღმდეგება ფიფას პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს, რომელმაც მოისმინა მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გამოთქმული პრეტენზიები და მცირე დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა: “ბლატერის პოზიცია მუდმივად იცვლება, მე კი კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები – ვიდეორეფერი არ იქნება! თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ კარის აღების დასაფიქსირებლად, შემდეგ გულშემატკივრები მოითხოვენ იგივე საშუალებით საჯარიმო მოედანში არსებული სიტუაციის გაკონტროლებას, შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას და ეს უკვე ფეხბურთი აღარ იქნება. ფეხბურთი სპორტის ადამიანური სახეობაა. მესმის, რომ ხალხს სამართლიანობა სურს და გამოვდივარ ინიციატივით, ამ სამართლიანობის მისაღწევად გავზარდოთ მსაჯების რაოდენობა”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)