<<>>

გადავიღალე და დასვენება მინდა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 21-ნოე, 23:129 FCB 1860


სტაბილურად ძირითადში თამაშისა და გოლების გატანის მიუხედავად, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობა არ არის მთლად კარგი. შვედმა ფორვარდმა განაცხადა, რომ იგი გადაიღალა ამდენი დაძაბული ჩატარებული თამაშის შემდეგ. გუშინ იბრამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და "როსონერის" 3 ქულა მოუტანა. მისი ფიორენტინას კარში გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა იმ თამაშში და ამ გამარჯვების შემდეგ მილანი კვლავ ცხრილის თავზეა.

თავის მდგომარეობაზე შვედმა შემდეგი განაცხადა: "მე უკვე ჩავატარე ბევრი მატჩი და ამასობაში დაღლაც მოვასწარი. ახლა მე უფრო მეტი მომეთხოვება, რადგანაც გუნდში ორი დაშავებული ფორვარდია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დასასვენებლად მოცემული დროისთვის, რაც მე ძალიან მჭირდებოდა და გამომადგა."

გადაღლის მიუხედავად იბრა შეპირდა ქომაგებს, რომ კვლავ გააგრძელებს გოლების გატანას, რასაც უკვე მიეჩვივნენ კიდეც შავ-წითლების ტიფოზები: "ვითამაშებ და გოლებს გავიტან იქამდე, სანამ ძალა მაქვს. შეხედეთ ინძაგის, ისეთი შეგრძნებაა, რომ ამ ფეხბურთელს წლები არაფერს აკლებენ. ძალიან მინდა მეც ასე ვიყო და კიდევ დიდხანს შევძლო ქომაგების გახარება. მე მოვიგე შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, რამაც ძალიან გამახარა, თუმცა ჩემთვის ყოველთვის უმთავრესი იყო გუნდური წარმატება და მხოლოდ უკვე შემდეგ პირადი."-დაასრულა ზლატანმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (29)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი