ინდოელები “ბლექბერნის” სტადიონს სახელს უცვლიან

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-ნოე, 17:079 beqa_beqa 1495


“ბლექბერნ როვერსის” შინაურ სტადიონ “ივუდ პარკს” ალბათ მალე ახალი სახელი დაერქმევა. მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ ეს კლუბი ინდურმა ბინზეს-ჯგუფმა 54 მილიონ გირვანქად, ანუ 86 მილიონ დოლარად შეიძინა და შორსმიმავალი გეგმებით წარუდგა “ბლექბერნის” გულშემატკივრებს, რომლებიც ცოტა არ იყოს გაორებული შეგრძნებით შეხვდნენ ახალი ცხოვრების დაწყების პერსპექტივას. სხვა კარდინალურ ცვლილებებთან ერთად იგეგმება სტადიონის სახელის გადარქმევა.
“ბლექბერნი” ინგლისის ერთ-ერთი უძველესი პროფესიული საფეხბურთო კლუბია. დაარსდა 1875 წელს და გახლავთ იმ 12 კლუბთაგან ერთ-ერთი, რომელთაც შორეულ 1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგა დააფუძნეს. “ივუდ პარკი” კი 1882 წელს აშენდა და 1890 წლიდან ემსახურება “ბლექბერნს” 120 წლის განმავლოვაში უცვლელი სახელწოდებით თავისი 31-ათასიანი ტრიბუნებით. პრემიერლიგის გუნდების სტადიონებიდან ესაა ყველაზე ბებერი არენა “ჩელსის” 1876 წელს აგებული “სტემფორდ ბრიჯის” შემდეგ. ახალი მეპატრონეები კი მას სახელს გადაარქმევენ და ძნელი სათქმელია, ამას რამდენად უმტკივნეულოდ მიიღებენ კლუბის ერთგული გულშემატკივრები.
ეს სიახლე ახალ მფლობელ ვენკის ოჯახის წარმომადგენელმა ანურადჰა დესაიმ გამოაცხადა და იქვე შეპირდა გულშემატკივრებს, გუნდს განვითარების ახალ საფეხურზე ავიყვანთო - “ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ბრენდ “ბლექბერნ როვერსს”. მენეჯმენტი ბევრი სიახლის დანერგვას საჭიროებს. რასაც აქამდე კლუბი აკეთებდა, ეს საკმარისი არ არის საერთაშორისო ბაზარზე სახელის მოსაპოვებლად. ჩვენ ბევრ რამეს გადავაკეთებთ და მთლიანად გამოვცვლით კლუბის მართვის პრინციპებს. ამის მაგალითია “არსენალი”, რომელმაც თავის სტადიონს “ემირეითსი” უწოდა მთავარი სპონსორის გამო და ჩვენც შევუცვლით სახელს “ივუდ პარკს”. შესაძლოა “ვენკიზ სთედიუმი” დავარქვათ, ან რომელიმე სხვა სპონსორის სახელი ვუწოდოთ. ამას გარდა ჩვენი ჯგუფი გეგმავს ძალიან ბევრ სიახლეს, რომლებსაც რამდენიმე თვეში იგრძნობთ. ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ კლუბის ხელში არსებული პოტენციალი, რომელიც, დამიჯერეთ, გაცილებით დიდია, ვიდრე ეს გამოიხატება კლუბის დღევანდელი ადგილმდებარეობით პრემიერლიგაში. ჩვენ უკვე ვმუშაობთ მსოფლიო დონის თავდამსხმელის შეძენაზე და გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე და უახლოეს წლებში აუცილებლად დავმკვიდრდებით საერთაშორისო არენაზეც.”


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (202)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი