მოურინიო: "ბენიტესმა წააგო? რანაირად?"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-ნოე, 17:589 beqa_beqa 1724


"ინტერის" ყოფილმა თავკაცმა, ამჟამად კი მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ მისთვის ჩვეული სარკაზმით ისაუბრა რაფაელ ბენიტესზე, რომელსაც "ნერაძურიში" მძიმე დროება უდგას.

შეგახსენებთ, რომ მოკრძალებულ "კიევოსთან" (2:1) სენსაციური მარცხის შემდეგ "ინტერი" სერია ს-ს სატურნირო ცხრილში, მისთვის უჩვეულო მეექვსე ადგილზეა და ლიდერ "მილანს" 9 ქულით ჩამორჩება.

"რას ამბობთ, ბენიტესმა ისევ წააგო? - გაიკვირვა მოურინიომ, როდესაც "კიევოსთან" მისი ყოფილი გუნდის მარცხის შესახებ აცნობეს. – დაუჯერებელია, ახლა მათ 9-ქულიანი სხვაობა აქვთ... რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონატი პრემიერლიგა არაა".

პორტუგალიელმა მწვრთნელმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა:

"ესპანეთის შემდეგ ინგლისში დაბრუნება მსურს. როდის მოხდება ეს, ჯერ არ ვიცი და ყველაფერი ჩემსა და "რეალს" შორის კონტრაქტზეა დამოკიდებული. თანაც, ჩემ შვილებს ძალიან გაუჭირდათ იტალიელ მეგობრებთან და მასწავლებლებთან განშორება და მათზეც უნდა ვიფიქრო", - განაცხადა მოურინიომ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (22)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)