Image

სატრანსფერო სიახლეები

სიახლეები 29-მაი, 21:049 Alex_Song 1295


















მოგეხსენებათ სულ მალე გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა, გუნდები ცდილობენ გააძლიერონ თავისი შემადგენლობები. გოალ-მა დღეს საინტერესო სიახლეები გამოაქვეყნა რომლებსაც სიახლეში მოგაწვდით

დემბა ბა ბეშიქთაში, კალეხონი ჩელსიში
დღეს საკმაოდ საინტერესო სიახლე გავრცელდა ჩელსის ბანაკიდან, როგორც ჩანს დემბას უმნიშვნელოვანესმა გოლებმა ვერ უშველა და მოურინიოს მისი მოშორება კვლავ სურს, იმ შემთხვევაში თუ სენეგალელი წავა მის ადგილს ესპანელი ხოსე კალეხონი ჩაანაცვლებს რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ნაპოლიში, ესპანელ გარემარბს ჯოზესთან ერთად მადრიდშიც აქვს ნამუშევარი.

მანჩესტერის სერიოზული განაცხადი კოკეზე
მანჩესტერ იუნაიტედი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ ცდილობს მალევე დაბრუნდეს. მანიუს შორთლისტში კიდევ ერთხელ მოექცა ესპანელი ტალანტი კოკე, როგორც ინგლისური პრესა იუწყება წითლები მზად არიან კოკეში 60 მილიონი ევრო გადაიხდაონ(48 მილიონი ფუნტი).

ბენატია და კაბალიერო: ერთი ნაბიჯი სიტიმდე
პელეგრინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს დაცვის გაძლიერებას. იტალიური პრესა იუწყება რომ მეჰდი ბენატია სულ მალე გალურჯდება, ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა. როგორც ჩანს ეს საკამრისი არაა მანუელ პელეგრინისთვის და მისი სურვილია ჰარტს ღირსეული კონკურენტი მოუყვანოს მისი აზრით ასეთი მეკარე სწორედ მისი ექსმოსწავლე ვილი კაბალიეროა.

ინტერის რადარზე ადრიანოც მოექცა
მილანური კლუბი ცდილობს შემადგენლობის გაძლიერებას, როგორც ჩანს ვალტერ მაცარს მის გუნდში ბრაზილიელი განაპირა მცველი ადრიანო სურს. კატალონიელთა თქმით ინტერს ეს "სიამოვნება" 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

ლივერპული მორენოსთვის ბრძოლაში დაწინაურდა
როგორც ჩანს ბრენდან როჯერს ხმაურიანი ტრანსფერები არ აშინებს, ლივერპულის ახალი სამიზნე 21 წლის მორენოა, რომელშიც მერსესაიდელები 20 მილიონ ფუნტს და სუსოს ჩამოდიან, მირორის ცნობით ლივრეპულს ამ ტრანსფერის განხორციელებაში ხელს ვერავინ შეუშლის. ცნობისთვის მორენო ესპანეთის გაფართოებულ სიაში მოხვდა, ასევე მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა სევილიაში სადაც ევროპის ლიგასც მოიგო, მისი პოზიცია მარცხენა მცველია.

ფალკაო ჩელსიში გადადის
საკმაოდ საინტერესო სიახლე გავრცელდა დღეს. კოლუმბიელი რადამელ ფალკაო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩელსიში გადავა, როგორც ჩანს რადამელმა მონაკოში ჯიბე კარგად გაისქელა, სხვანაირად ლურჯებს მისი "დაყოლიება" გაუჭირდებოდათ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა