დღის ახალი ამბები

ძიუდოისტები, რომელნიც საქართველოს ოლიმპიადაზე წარადგენენ

ძიუდოისტები, რომელნიც საქართველოს ოლიმპიადაზე წარადგენენ
19-07-2021, 22:32

10 ივლისს ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიური ფიცი დადო, გუშინ ჩვენი წარმომადგენლები უკვე ჩაფრინდნენ ტოკიოში.

მორიგი ოლიმპიური თამაშები სტარტს 24 ივლისიდან აიღებს, გახსნის ცერემონია კი წინა დღეს 23 ივლის გაიმართება.

ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებული მოლოდინით ელიან ძიუდოისტების გამოსვლას, რადგან მათგან მუდმივად ოქროს მედლის მოპოვების იმედი გვაქვს და სწორედ ისინი გახსნიან ოლიმპიადასაც.

ჩვენ  კაცებში ყველა წონაში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, ქალებში კი ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს..

24 ივლისი: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) 
25 ივლისი: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52) (ქალები)
25 ივლისი: ვაჟა მარგველაშვილი (-66) 
26 ივლისი: ეთერ ლიპარტელიანი (-57) (ქალები)
26 ივლისი: ლაშა შავდათუაშვილი (-73) 
27 ივლისი: ტატო გრიგალაშვილი (-81) 
28 ივლისი: ლაშა ბექაური (-90) 
29 ივლისი: ვარლამ ლიპარტელიანი (-100) 
30 ივლისი: გურამ თუშიშვილი (+100) 

ასევე არ უნდა დავივიწყოთ ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ქართველი ძიუდოისტი რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს.





გაზიარება
მოინახულეს 2 352-ჯერ
კომენტარები
რეკლამა