მარჩელო ლიპი უკრაინის ნაკრებს გაწვრთნის?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-ნოე, 21:169 beqa_beqa 1863


როგორც "La Gazzetta dello Sport" იუწყება 62 წლის იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი მარჩელო ლიპი გასულ ოთხშაბათს შვეიცარია-უკრაინის მატჩის წინ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გრიგორ სურკისს შეხვდა.
გამოცემის ცნობით, იტალიელს შესთავაზეს უკრაინის ნაკრების გაწვრთნა, რომელიც ერთ-ერთი მასპინძლის სტატუსით ხვდება ევრო 2012-ს.
ლიპის ჩემპიონატის დასრულებამდე სთავაზობენ კონტრაქტს, მისი გახანგძლივება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძებელი თუ უკრაინის ნაკრები ნახევარფინალში გავა.
სავარაუდოად ლიპი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, დამატებით პრემიები.
კონტრაქტის პირობებში ჩადებული იყო საკითხი, რომლის მიხედვით ლიპის წელიწადში 182 დღე უკრაინაში უნდა გაეტარებინა. იტალიელმა სპეციალისტმა გარკვეული დრო მოითხოვა მოსაფიქრებლად. თუ გაფორმდება ხელშეკრულება, ახალ თანამდებობაზე მარჩელო ლიპის დებიუტი უკვე 2011 წლის თებერვალში ექნება, სადაც უკრაინის ნაკრები ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
"La Gazzetta dello Sport"-ის ცნობით, დასაშვებია ფაქტი, რომ ევრო 2012-ზე ლიპის თანაშემწე 34 წლის ანდრეი შევჩენკო იქნება, რომელიც სავარაუდოდ ამ ტურნირის შემდეგ ასრულებს თავის საფეხბურთო კარიერას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 22 ნოემბერი 2010 22:14
ლიპი საინტერესო იქნებაუკრაინაში



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (214)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი