ულიე ჟუნინიოსაც ეპატიჟება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-ნოე, 21:539 beqa_beqa 1506


ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფრანგი დამრიგებელი, ჟერარ ულიე თავის გუნდში ყოფილ შეგირდს, ჟუნინიო პერნამბუკანოს ეპატიჟება. 35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ამჟამად, ყატარში, “ალ ღარაფას” შემადგენლობაში თამაშობს და კაპიტნობს კიდეც გუნდს.
ცოტა ხნის წინათ, ულიემ ფრანგი ფეხბურთელი, რობერ პირესი დაიმატა და თუ RMC-ს დავუჯერებთ, კიდევ ერთ ვეტერანს ეპატიჟება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირმინგემულ კლუბში იანვარში გადასვლის წინააღმდეგ არც თავად ჟუნინიოა.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ ულიე და საჯარიმოების ბრწყინვალე შესრულებით გამორჩეული ჟუნინიო, 2005-2007 წლებში, ფრანგულ “ლიონში” მუშაობდნენ ერთად. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც “ლიონს”, ქვეყნის მასშტაბით, ბადალი არ ჰყავდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (177)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი